თამუნა გაბუნია, MD
დირექტორი, თანადამფუძნებელი
თამუნა დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. მან წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაში. უფრო მეტიც, იგი წარმოადგენს კიევის ეროვნული სამედიცინო აკადემიის გინეკოლოგიისა და რეპროდუქციის სერტიფიცირებულ კურსდამთავრებულს.
რაც შეეხება მის პროფესიულ გამოცდილებას, ქალბატონ თამუნას აქვს უნაყოფობის მკურნალობის თორმეტწლიანი, ხოლო გინეკოლოგიის 5 წლიანი გამოცდილება მცხეთის სამშობიაროში.
პროფესიული კვალიფიკაციის გარდა, თამუნა გამოირჩევა ისეთი უნარ ჩვევებით, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, ლიდერობა, მართვა, ეფექტური კომუნიკაცია და ორგანიზაციული საქმიანობა.
იგი ყოველთვის მზადაა ითანამშრომლოს და დაეხმაროს ჩვენს პაციენტებს, სუროგატ დედებს, კვერცხუჯრედის დონორებსა და სხვა პარტნიორებს.
მათუთა ბჟალავა MD, MPH
თანადამფუძნებელი,
საერთაშორისო სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ჯანდაცვის სფეროში მუშაობის ათწლიანი გამოცდილებით, მათუთა მედვიზიტ გლობალის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიონალია. იგი ფლობს სამედიცინო ხარისხს საქართველოს უმაღლესი სამედიცინო სკოლისაგან. მან წარმატებით დაასრულა მაგისტრატურა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათუთა წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ისეთი პრესტიჟული პროგრამების კურსდამთავრებულს, როგორებიცაა: მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) და ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა.
მათუთა ფლობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მუშაობის გამოცდილებას ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), შეერთებული შტატების სააგენტო საერთაშორისო განვითარებისთვის (USAID), ჯანსაღი დედაქალაქის ინიციატივა ნიუ-იორკში და ა.შ.
აღსანიშნავია მათუთას აკადემიური საქმიანობაც. მისი ავტორობით გამოიცა შემდეგი ნამუშევრები: ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, 2009 და ნიუ-იორკის აივ/შიდსის ეპიდემოლოგიური პროფილი, 2008.